Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია სირიაში აშშ-ს შესაძლო ავიადარტყმის სამიზნე ობიექტებზე საუბრობს


ამერიკის შეერთებული შტატები სირიაზე შესაძლო თავდასხმის 8 სამიზნე ობიექტს განიხილავს. ამის თაობაზე წყაროზე დაყრდნობით CNBC იუწყება. წყაროს თანახმად, პოტენციურ სამიზნეებს შორის შესაძლოა იყოს ორი სამხედრო აეროდრომი, კვლევითი ცენტრი და საწარმო, რომელიც ვაშინგტონის ინფორმაციით, ქიმიურ იარაღს აწარმოებს. ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

CNBC-ის წყარო ასევე აღნიშნავს, რომ სირიის სამთავრობო ძალების ხელმძღვანელობამ სირიის არმიის კუთვნილი თვითმფრინავების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიყვანა აეროდრომებზე, სადაც რუსული ნაწილებია ბაზირებული, იმ იმედით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათზე იერიშს არ მიიტანს.

როგორი იქნება სირიის ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 7 აპრილს მომხდარის შემდეგ პირველ რეაქციებში შესაძლო სწრაფ სარაკეტო თავდასხმაზე აკეთებდა აქცენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG