Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: ეს არის "რუსეთის მიერ დაპირების შეუსრულებლობის შედეგი"


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გამოსვლისას ასე განმარტა სირიაში სამხედრო დარტყმების მიზანი: "ჩვენი მოქმედებების მიზანია ქიმიური იარაღის წარმოების, გავრცელებისა და გამოყენების ძლიერი შემაკავებლის შექმნა. ამგვარი შემაკავებლის შექმნა აშშ-ის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესია. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი პასუხი ამ სისასტიკეზე მოიცავს ყველა ინტსტრუმენტს: სამხედროს, ეკონომიკურსა და დიპლომატიურს და ისინი გამოყენებული იქნება მანამდე, ვიდრე სირიის რეჟიმი არ შეწყვეტს აკრძალული ქიმიური აგენტების გამოყენებას. მე ამაღამ მივმართავ ორი სახელმწიფოს მთავრობებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელი ასადის კრიმინალური რეჟიმის მხარდაჭერაში, აღჭურვასა და დაფინანსებაში. ირანსა და რუსეთს ვეკითხები: როგორ სახელმწიფოს სურს ასოცირდებოდეს უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების მასობრივ მკვლელობასთან? მსოფლიოს ქვეყნები ფასდებიან იმის მიხედვით, ვინ ჰყავთ მეგობრებად. ვერც ერთი სახელმწიფო მიაღწევს გრძელვადიან წარმატებას უწესო სახელმწიფოების, სასტიკი ტირანებისა და მკვლელი დიქტატორების ხელშეწყობით. 2013 წელს პრეზიდენტი პუტინი და მისი მთავრობა დაპირდნენ მსოფლიოს, რომ ისინი უზრუნველყოფნდნენ სირიის ქიმიური იარაღის განადგურებას. ასადის ბოლო თავდასხმა და დღევანდელი პასუხი არის რუსეთის მიერ დაპირების შეუსრულებლობის პირდაპირი შედეგი. რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს კვლავაც ამ ბნელ გზას მიჰყვება, თუ შეუერთდება ცივილიზებულ სახელმწიფოებს, როგორც ძალას სტაბილურობისა და მშვიდობისათვის. იმედია, ერთ დღესაც ჩვენ გვექნება მეგობრული ურთიერთობა რუსეთთან, ირანთანაც კი... შეიძლება, არც გვქონდეს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა 13 აპრილს პირდაპირ ეთერში გამოსვლისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG