Accessibility links

აშშ-მა და მოკავშირეებმა საჰაერო დარტყმა მიაყენეს სირიის ობიექტებს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო


აშშ-მა, თავის მოკავშირეებთან, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად, 14 აპრილის დილით, დაიწყო საჰაერო დარტყმის განხორციელება სირიის წინააღმდეგ. თავდასხმა პასუხია სირიის მიერ ქიმიური იარაღის, სავარაუდო, გამოყენებაზე, რასაც გასულ კვირაში ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხედრო აქციის შესახებ განცხადება გააკეთა თეთრი სახლიდან და თქვა, რომ იერიშის მიზანია, ბოლო მოეღოს მასობრივი განადგურების ამგვარი იარაღის გამოყენებას. ტრამპიც პირობით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, რომელსაც მან „,მონსტრი“, „დამნაშავე“ და „მკვლელი დიქტატორი“ უწოდა, „ძვირად დაუჯდება“ 7 აპრილის თავდასხმა, რომელიც, ეჭვი არსებობს, რომ მომწამვლელი აირით განხორციელდა ქალაქ დუმაზე, სადაც, შედეგად, 43 სამოქალაქო პირი მოკვდა. ტრამპის განცხადების დროს სირიაზე მიმდინარეობდა საჰაერო თავდასხმა, დედაქალაქ დამასკის მახლობლად ისმოდა ეფეთქებების ხმა, ცა განათებული იყო და კვამლი ადიოდა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯიმ მატისმა, განაცხადა, რომ ცნობები არ მიუღია აშშ-ის მხრიდან დანაკარგის შესახებ. მისი თქმით, იერიში ძლიერია, მაგრამ „ფრთხილად შეზღუდული“. რუსეთმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ იერიში არ ჩაივლის „შედეგების გარეშე“. სირიამ და ირანმა თავდასხმა შეაფასეს, როგორც „საერთაშორისო კანონის უხეში დარღვევა“. სირიის არმიის თქმით, მან ანტისარაკეტო იარაღით წინააღმდეგობა გაუწია თავდასხმას და 13 რაკეტა ჩამოაგდო. ირანის მედიის თანახმად, ირანი გმობს სამხედრო აქტს. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის და მისი მოკავშირეების ქმედებას სირიაში უწოდა "დანაშაული" და თქვა, რომ ის წარმატებას არ მოიტანს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG