Accessibility links

ისრაელის არმია: თებერვალში ჩამოგდებულ ირანის უპილოტო აპარატს ისრაელზე თავდასხმა სურდა


ირანის უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც თებერვალში ჩამოაგდო ისრაელმა თავის საჰაერო სივრცეში, შეიარაღებული იყო ასაფეთქებელი მასალით და მიზნად ჰკონდა ისრაელზე თავდასხმა, განაცხადა ისრაელის არმიამ. არმიის თანახმად, დასკვნა ეყრდნობა ოპერატიულ და სადაზვერვო კვლევას. ისრაელის განცხადება მოჰყვა ჰიზბოლას ლიდერის ნათქვამს 13 აპრილს ისრაელის სავარაუდო, საჰაერო დარტყმის გამო სირიაზე, როცა რვა ირანელი დაიხოცა, რომ ეს იყო „ისტორიული შეცდომა“, რომელიც პირველად მოიტანს ახლო აღმოსავლეთის ორ ქვეყანას შორის შორის კონფლიქტს. ეს ჰასან ნასრალამ განაცხადა ტელევიზიით გამოსვლისას, ლიბანში. მისი თქმით, სირიის სამხედრო ბაზაზე მოკლულები ირანის ელიტარული, ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრები იყვნენ და ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ბოლო შვიდი წლის მანზილზე: ისრაელი პირდაპირ იღებს მიზანში ირანის რევოლუციურ გვარდიას, ეს შემობრუნების წერტილია რეგიონში და „რაც მანამდე მოხდა არ არის ის, რაც შემდეგ მოხდება“, თქვა ნასრალამ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG