Accessibility links

ნიუ იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დაიწყო


გაეროს უშიშროების საბჭო

აშშ-ის და მისი ორი მოკავშირის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ, 14 აპრილს, სირიაში განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო, რუსეთის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმართება. აშშ-მა, თავის მოკავშირეებთან, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად, 14 აპრილის დილით, საჰაერო იერიშების განახორციელა სირიის წინააღმდეგ. თავდასხმა პასუხია სირიის მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე, რასაც გასულ კვირაში, რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. დონალდ ტრამპმა, ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის ქებით მოიხსენიებს დასავლეთის სამი ქვეყნის 14 აპრილის საჰაერო დარტყმებს სირიის მთავრობის წინააღმდეგ და ისინი შეაფასა, როგორც „სრულყოფილად შესრულებული“.ტრამპმა თავის განცხადებას დაამატა, რომ „მისია შესრულებულია.“ პუტინმა დაგმო აშშ-ის მეთაურობით ჩატარებული სამხედრო აქცია, როგორც „აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ტერორიზმთან ბრზოლის წინა ხაზზეა“, იტყობინება რუსეთის სააგენტო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG