Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში პრემიერ ორბანის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაცია მოეწყო


ათეულ ათასობით დემონსტრანტი მონაწილეობდა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, 14 აპრილს, გამართულ საპროტესტო შეკრებაში. ორგანიზატორების თანახმად, ისინი პროტესტს გამოხატავდნენ უსამართლო საარჩევნო სისტემის გამო, რომელმაც პრემიერ ვიქტორ ორბანს არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა მისცა. ორბანმა 12 აპრილის არჩევნებში გაიმარჯვებას მიაღწია მას მერე, რაც მისმა პარტიამ, ფიდესმა, პარლამენტში უმრავლესობა გაინაღდა ანტისაიმიგრაციო კამპანიის შედეგად. „ჩვენ ვართ უმრავლესოაბ“, ამ ლოზუნგით მოითხოვდნენ დემონსტრანტები ხმების განმეორებით დათვლას, საარჩევნო სოსტემის შეცვლას და პრესის თავისუფლების დაცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG