Accessibility links

რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ გასცა "ტელეგრამის" დაბლოკვის ბრძანება


რუსეთის კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელმა ორგანომ, როსკომნადზორმა დაიწყო აპლიკაცია "ტელეგრამის" დაბლოკვა, რათა რუსეთის მოქალაქეებმა ვეღარ შესძლონ მისით სარგებლობა მას შემდეგ, რაც მისი ამჟამად უცხოეთში მცხოვრები დირექტორი არ დამორჩილდა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნას მომხმარებელთა მესიჯების წაკითხვის თაობაზე. 16 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში როსკომნადზორი ამბობს, რომ ინტერნეტპროვაიდერებს უბრძანა შეზღუდონ წვდომა ტელეგრამზე და ამ მოთხოვნას აფუძნებს 16 აპრილს სასამართლოს მიერ მარეგულირებელი ორგანოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. "ტელეგრამის" ხელმძღვანელმა, პაველ დუროვმა მყისიერად დაგმო როსკომნადზორის ბრძანება და განაცხადა, რომ ამით გაუარესდება 15 მილიონი რუსის ცხოვრების დონე. "გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად მივიჩნევთ და გავაგრძელებთ ბრძოლას რუსების უფლებისთვის ჰქონდეთ კონფიდენციალური მიმოწერა" - დაწერა დუროვმა სოციალურ ქსელ "ვკონტაქტეს" მეშვეობით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG