Accessibility links

რუსეთი 15 მაისს განიხილავს საპასუხო სანქციებს აშშ-ისთვის


რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში 15 მაისს დაინიშნა პირველი მოსმენა კანონპროექტისა, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ისთვის საპასუხო სანქციების დაწესებას. გავლენიანი პარლამენტარები 16 აპრილს შეიკრიბნენ, რათა ემსჯელათ საპასუხო ზომებზე ვაშინგტონისთვის - რომელმაც, თავის მხრივ, რუსეთის მიმართ 10 დღის წინ აამოქმედა აქტივების გაყინვის და ფინანსური შეზღუდვების ზომები ბიზნესმენებისთვის, უშიშროების თანამშრომლებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული კომპანიებისთვის. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, სანქციები პასუხია რუსეთის "მავნებლურ მოქმედებაზე მსოფლიოს გარშემოო" და მიანიშნა ბრიტანეთში ყოფილი აგენტის მოწამვლაზე და ცნობებზე, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. რუსეთში მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უპასუხოს "აშშ-ის და სხვა ქვეყნების არამეგობრულ ნაბიჯებს", პუტინის მთავრობას საშუალებას მისცემს აკრძალოს ან შეზღუდოს ამერიკული ნაწარმის და სერვისების ექსპორტი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG