Accessibility links

ტატუნაშვილების ოჯახს დაუდასტურეს, რომ ცხედარს ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები


არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი და ოჯახის ადვოკატი, თამარ ავალიანი დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ მცხეთის პროკურატურის შენობაში, სადაც მათ ცხინვალის იზოლატორში დაღუპული ტატუნაშვილის საქმის მასალები გააცნეს. როგორც იუწყებიან, ოჯახს დაუდასტურეს, რომ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვენებისას არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები. დაღუპულის ოჯახი და ადვოკატი ყველა საერთაშორისო ფორმატის ჩართვას ითხოვენ საიმისოდ, რომ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები გადაეცეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი შეფასებით, ექსპერტიზის ბიურო სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას ვერ შეძლებს. ოჯახის ადვოკატის, თამარ ავალიანის განმარტებით, იგივეს ფიქრობს პროკურატურაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG