Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი ანექსირებულ ყირიმს თანამშრომლობაზე შეუთანხმდა, პრეზიდენტი ასადი კი ცხინვალში მიიწვია


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ანექსირებული ყირიმის მეთაურები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, 20 აპრილს, ანატოლი ბიბილოვმა და სერგეი აქსიონოვმა იალტაში მოაწერეს ხელი „განზრახვათა ოქმს,“ რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერების და ჰუმანიტარულ სფეროებში. ბიბილოვი უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება იალტაში, სადაც „საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ 19 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვი იალტაში შეხვდა სირიის ეკონიმიკის მინისტრს, სამერ ალ-ხალილს, სირიელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა ტერორიზის და დასავლეთის სახელმწიფოების აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ცხინვალში მიიწვია სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG