Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ჰონგ-კონგის ნაკრები დაამარცხა


საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონში მესამე თამაში მოიგო და ფინიშამდე ორი ტურით ადრე გათამაშების ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა. კეიპტაუნში მიმდინარე შეჯიბრებაზე ქართველმა ჰოკეისტებმა თურქეთისა (6:2) და ბულგარეთის (5:3) ნაკრებების დამარცხების შემდეგ, 19 აპრილს, ჰონგ- კონგის ნაკრებს სძლიეს ანგარიშით 11:1. ხუთი შაიბა მეტოქეს ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა გაუტანა, ოთხი - ოლივერ ობოლგოგიანმა, თითო კი - ივან შვეცოვმა და მიხაილ შალუნოვმა. მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 20 აპრილს გამართავს ჩემპიონატის მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან, 22 აპრილს კი ჩინეთის ტაიპეის შეხვდება. ჯგუფში გამარჯვებული მე-2 დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG