Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სოროსის ფონდს" ბუდაპეშტიდან გადააქვს რეგიონული ოფისი


სოროსის საწინააღმდეგო ბილბორდი ბუდაპეშტში
სოროსის საწინააღმდეგო ბილბორდი ბუდაპეშტში

ცნობილი ფინანსისტის და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდი „ღია საზოგადოება“ ბუდაპეშტში დახურავს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ ოფისს. ავსტრიული გაზეთის, Die Presse-ს ინფორმაციით, „ღია საზოგადოების“ პრეზიდენტი პატრიკ გასპარი უნგრეთის დედაქალაქში გაემგზავრა, რათა ფონდის ასამდე თანამშრომელს შეატყობინოს, რომ რეგიონულ ოფისს ბერლინში გადაიტანენ. უნგრული ინტერნეტგამოცემის, 444.hu-ს ინფორმაციით, ბუდაპეშტის ოფისი 31 აგვისტოს დაიხურება და დროებით ვენაში იმუშავებს, ბერლინში ახალი რეგიონული ცენტრის გახსნამდე. 20 აპრილს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთის რადიოს განუცხადა, რომ ტირილს არ დაიწყებს, თუ ფონდი „ღია საზოგადოება“ ქვეყანას დატოვებს. ორბანი ამერიკელ ფინანსისტს, წარმოშობით უნგრელ ჯორჯ სოროსს ადანაშაულებს უნგრეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევასა და ლიბერალური ოპოზიციის მხარდაჭერაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG