Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის აპარატი ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოს სწავლობს


სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო მოკვლევა სოციალურ ქსელში, ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შესახებ. ვიდეო სოციალურ ქსელებში 19 აპრილს გავრცელდა. სახალხო დამცველის მოადგილის, ეკა სხილაძის თქმით, ჩანაწერიდან იკვეთება, რომ ბავშვი არის თანატოლთა მხრიდან ძალადობისა და ბულინგის მსხვერპლი: „დარღვეულია ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. აღნიშნული ჩანაწერის სოციალური ქსელით გავრცელება, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე. სახალხო დამცველი უახლოეს პერიოდში მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მოხდეს ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის წარმომავლობის გარკვევა და გავრცელების აღკვეთა. გარდა ამისა, მივმართავთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მუშაობს. ვიდეოდან იკვეთება, რომ ბავშვს სჭირდება პროფესიონალების დახმარება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG