Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში დაკავებულია კიდევ 40-მდე დემონსტრანტი


ერევნის პოლიციამ ძალის გამოყენებით გახსნა დემონსტრანტების მიერ გადაკეტილი თავისუფლების გამზირი და დააკავა აქციის სულ მცირე 7 მონაწილე, მათ შორის ორი ქალი. 20 აპრილს, დღის პირველ საათამდე სულ დაკავებულია 40-ზე მეტი დემონსტრანტი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის მოწინააღმდეგეები საპროტესტო მსვლელობებს ერევნის რამდენიმე მოედანსა და ქუჩაზე მართავენ და მის გადადგომას მოითხოვენ. 17 აპრილს, როცა სომხეთის პარლამენტმა ექს-პრეზიდენტი სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ხავერდოვანი რევოლუცია დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG