Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო 20 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 140-ე მუხლი გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. 157-ე პრიმა მუხლი ეხება პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ვიდეო Youtube-ზე პირველად 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეები არიან. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სოციალურ ქსელში გავრცელდა ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეო, სადაც თანატოლები აიძულებენ მოზარდ ბიჭს მოყვეს ამბავი მასთან დამყარებული სექსუალური ხასიათის კავშირის შესახებ. ვიდეოს გავრცელების თაობაზე მოკვლევა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG