Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდი შვიდეული" რუსეთისადმი მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნების მომხრეა


"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები. ტორონტო, 2018 წლის 22 აპრილი
"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები. ტორონტო, 2018 წლის 22 აპრილი

„დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ რუსეთის მიმართ მკაცრი კურსის შენარჩუნებას - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. „დიდი შვიდეულის“ წარმომადგენელთა ორდღიანი შეხვედრა 22 აპრილს დაიწყო კანადის ქალაქ ტორონტოში. „დიდი შვიდეულის“ საერთო პოზიციაა, რომ რუსეთის მოქმედებები მშვიდობას და უსაფრთხოებას ემუქრება. ერთ-ერთ ბოლო მაგალითად დასახელდა დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლა. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მზად არიან სხვადასხვა საკითხზე რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი პასუხისმგებელია მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე. საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ მსოფლიო წესრიგს, როცა ყველა მხარე პატივს სცემს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპებს. 22 აპრილს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება „დიდი შვიდეულის“ და რუსეთის თანამშრომლობის ფორმატის, „დიდი რვიანის“ აღდგენას. მაასის თქმით, რუსეთის დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა აღმოიფხვრება მისი გარიცხვს მიზეზი. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვის მონაწილეობის გარეშე სირიის კონფლიქტი ვერ მოგვარდება, ამიტომ რუსეთისგან ელიან კონსტრუქციულ წინადადებებს. „დიდი შვიდეული“ გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრტანეთს, კანადას, აშშ-ს და იაპონიას აერთიანებს. მათ „დიდი რვიანის“ ფორმატით რუსეთთან თანამშრომლობა 2014 წელს შეწყვიტეს ყირიმის ანექსიის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG