Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მიმდინარეობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი


ბათუმში გაიხსნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი, „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში.“ სამდღიან სემინარში მონაწილეობენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სემინარის მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმების დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს ათწლიან თანამშრომლობაზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და საქართველოს ხედვაზე საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG