Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში საპროტესტო აქცია განახლდა


დემონსტრანტს უჭირავს წარწერა "ბრძოლა რესპუბლიკური პარტიის წასვლამდე." ერევანი, 2018 წლის 25 აპრილი
დემონსტრანტს უჭირავს წარწერა "ბრძოლა რესპუბლიკური პარტიის წასვლამდე." ერევანი, 2018 წლის 25 აპრილი

ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია განახლდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აღარ შედგება საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კარენ კარაპეტიანის შეხვედრა. ფაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ, რათა განამტკიცონ „ხავერდოვანი სახალხო რევოლუციის“ გამარჯვება. ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა კარენ კარაპეტიანის მიმართვას სომხეთის პრეზიდენტისადმი, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები, მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე. ფაშინიანის განცხადებით, სანამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ასრულებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიუღებელია და მას ბოიკოტს გამოუცხადებენ საარჩევნო უბნების ბლოკირებით, რათა არ დაუშვან „რესპუბლიკური პარტიის“ აღორძინება. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, არაძალადობრივმა, ხავერდოვანმა რევოლუციამ ცხადად აჩვენა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება. „სერჟ სარგსიანი წავიდა, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს მისი პარტიაც, რათა სარგსიანმა ვერ შეძლოს რესპუბლიკელების მეშვეობით, კულისებიდან ქვეყნის მართვა“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს არჩეული სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა, მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG