Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიუმრიში მოითხოვენ სომხეთის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას


საპროტესტო მსვლელობა ქალაქ გიუმრიში. 2018 წლის 25 აპრილი
საპროტესტო მსვლელობა ქალაქ გიუმრიში. 2018 წლის 25 აპრილი

სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში გაიფიცა უმაღლესი სასწავლებლების და სკოლების ნაწილი. ქალაქის მთავარ მოედანზე მიმდინარეობს ხალხმრავალი აქცია, რომლის მონაწილეები პროტესტს უცხადებენ მმართველ, „რესპუბლიკურ პარტიას.“ დემონსტრანტები მოითხოვენ პრემიერ-მინისტრად ოპოზიცური პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ თავმჯდომარის, საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის არჩევას. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, საპროტესტო აქციას შეუერთდა პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, გიუმრის ყოფილი მერი ვარდან გუკასიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG