Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ არ გადამდგარა


სომხეთში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, კარენ კარაპეტიანი პირადად უარყოფს ცნობებს იმის შესახებ, რომ ის გადადგა. კარაპეტიანმა ეს "ფეისბუკის" თავის გვერდზე დაწერა. მისი გადადგომის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ მანამდე გავრცელებული ცნობა ასევე უარყო მისმა პრესმდივანმა, არამ არარატიანმა. დღეს ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია განახლდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აღარ შედგებოდა შეხვედრა საპროტესტო მოძრაობის ლიდერს, სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატ, ნიკოლ ფაშინიანსა და კარენ კარაპეტიანს შორის. ფაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ, რათა განამტკიცონ „ხავერდოვანი სახალხო რევოლუციის“ გამარჯვება. ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა კარენ კარაპეტიანის მიმართვას სომხეთის პრეზიდენტისადმი, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები, მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე. ფაშინიანის განცხადებით, სანამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ასრულებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიუღებელია და მას ბოიკოტს გამოუცხადებენ საარჩევნო უბნების ბლოკირებით, რათა არ დაუშვან „რესპუბლიკური პარტიის“ აღორძინება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG