Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანი მეორედ წარადგინეს სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად


ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პარლამენტის 41-მა წევრმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა ფრაქცია „ელკ“-ის თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი. ფრაქციის წევრმა, არარატ მირზოიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა, რომ წარდგინებას ხელი მოაწერეს ფრაქციების „ელკ“-ის, „დაშნაკციუთუნის“ და „ცარუკიანის“ დეპუტატებმა. სომხეთის პარლამენტი პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხს 8 მაისს განიხილავს. დეპუტატებმა ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას კენჭი უყარეს 1 მაისსაც, თუმცა, ოპოზიციური მოძრაობის ლიდერმა ვერ მიიღო პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის საჭირო 53 ხმა. ფაშინიანს მხარი დაუჭირა პარლამენტის 105 დეპუტატიდან 45-მა. ხმა წინააღმდეგ მისცეს უმრავლესობაში მყოფმა რესპუბლიკელებმა. 2 მაისს, „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ვაგრამ ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელებს თავისი კანდიდატი არ ეყოლებათ და მხარს დაუჭერენ პარლამენტის წევრთა მინიმუმ ორი-მესამედის მიერ დასახელებულ კანდიდატს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG