Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: მე გთავაზობთ, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე


თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა, სადაც ის თბილისის კლუბებში სპეცრაზმის წევრების შესვლას და პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

"ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება და მამოძრავებელი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ცხოვრებაზე, ღამის ეკონომიკაზე, რაშიც მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები.საუბარია იმაზე, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და ამ დარგის მომავალში არსებობაზე. აქ ნამდვილად ვერ დავეთანხმები. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ .ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება მისი საქმიანობა და

ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს.

თუმცა უნდა გაიმიჯნოს მეორე, რაც არის ძალიან სამწუხარო.მე არავის არ გთავაზობთ შესარიგებელ მატჩს, მე გთავაზობთ ყველას, ჩემო ძმებო და დებო, მე ვიცი, რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა, რასაც ძალიან ვაფასებ. მე გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, შესაბამის სამსახურებთან ერთად და ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან არტყამს კლუბურ მუსიკას, ჩვენ გვიკვდება შვილები, დები, ძმები და თამამოქალაქეები და აქ მე დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს გამოსულები არიან პარლამენტის წინ და მართავენ აქციას, გვერდზე დაგვიდგება თითოეული მათგანი და ერთად შევძლებთ დავამარცხოთ ნარკორეალიზატორები.

მე ვსაუბრობ და ჩემს უკან დგას პოლიტიკური გუნდი. ჩვენ დილიდან ვართ შეკრებილები, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პარტიის ხელმძღვანელობით და ვმსჯელობთ ამ საკითხებზე, " - თქვა ქალაქის მერმა პარტიის ოფისთან შეკრებილ ჟურნალისტებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG