Accessibility links

ზუგდიდში საკრებულოს არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს


ზუგდიდის სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, კენჭისყრის პროცედურა დარღვევების გარეშე დაიწყო და გრძელდება. არჩევნებს ესწრება ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად იყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს. საარჩევნო უბნებზე, ეზოში და შენობაში განთავსებულია მონიტორები, სადაც ამომრჩევლებს ვიდეოინსტრუქციას აწვდიან ელექტრონულად ხმის მიცემის შესახებ. ვიდეოინსტრუქციების გარდა, პროცედურებს კომისიის წევრებიც განუმარტავენ ამომრჩევლებს ადგილზე. ცაიშში სულ 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თემში გამარჯვებისთვის სამი პარტიის წარმომადგენელი იბრძვის. „ქართულმა ოცნებიდან“ ეს არის თენგიზ ალმასია, რომელიც ამჟამად ოქტომბრის სკოლაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს. „ევროპულმა საქართველომ“ კი კანდიდატად გოდერძი კუკავა დაასახელა. რაც შეეხება „თავისუფალ საქართველოს“, მისი კანდიდატი ბაჩუკი ნარუშვილია. უბნებზე კენჭისყრას აკვირდებიან სამივე პარტიის ლიდერები. მათ შორის - გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია და კახა კუკავა. ცაიშში არჩევნები დაინიშნა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო. მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის 2 ნოემბერს დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG