Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია პარლამენტის წინ 15 საათზე განახლდება


მოძრაობა „თეთრი ხმაური“ პარლამენტის შენობასთან აქციას 3 საათზე განაახლებს. ამის შესახებ განცხადება მათ ფეისბუქ გვერდზე დადეს: „15:00 საათზე გელოდებით პარლამენტის შენობასთან. არ ვაპირებთ დანებებას, სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის“. აქცია სახელწოდებით „ჩვენი თავისუფლებისათვის“ 13 მაისს დილით მას შემდეგ შეწყდა, რაც სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები აიღეს. ისინი დილის 9 საათზე შეუდგნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ წინა ღამით განთავსებული კარვების დაშლას. მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლის ბექა წიქარიშვილის თქმით, აქცია დროებით, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით დაიშალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG