Accessibility links

EMC პოლიციის მხრიდან მანიფესტაციისთვის ხელის შეშლის ფაქტს გაასაჩივრებს


თბილისის საქალაქო სასამართლო

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს პარლამენტის შენობის წინ გაშლილი კარვების დაშლის თაობაზე და აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან მანიფესტაციისთვის ხელის შეშლის ფაქტს გაასაჩივრებს: „დღეს დილით, დაახლოებით 9 საათზე, პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე გაშლილი კარვების დემონტაჟი დაიწყო. ადგილზე მყოფი აქციის მონაწილის განმარტებით, ამ დროისთვის, კარვებში აქციის 10-მდე მონაწილე იმყოფებოდა, რომლებმაც ღამე პარლამენტის შენობის წინ გაათენეს. აქციის მონაწილის განმარტებით, დილით, დაახლოებით 30-მდე პოლიციელი მივიდა აქციის მონაწილეებთან და მოსთხოვა მათ კარვების დაშლა. თუმცა პოლიციას არ გაუკეთებია განმარტება რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვდა დემონტაჟს. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა, გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყეს რაც, პრემიერ-მინისტრმა მათ მოთხოვნებზე რეაგირება არ მოახდინა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კარვები გაიშალა ტროტუარზე. შესაბამისად, კარვები ხელს არ უშლიდა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობას. არ მომხდარა შენობის შესასვლელების ბლოკირება, ან სხვა ფორმით საქმიანობის ხელშეშლა. ამის გათვალისწინებით, პოლიციის მხრიდან კარვების დემონტაჟი იყო უკანონო“, - წერია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარლამენტის შენობის წინ აქცია სახელწოდებით "ჩვენი თავისუფლებისთვის" დღის 3 საათზე განახლდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG