Accessibility links

ე.წ. "კონტრაქციის" მონაწილე ჯუფებმა შეძლეს პარლამენტის შენობის ტერიტორიის დაკავება


თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ე.წ. "კონტრაქციის" მონაწილეებმა შეძლეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დაკავება, მას შემდეგ, რაც პოლიციამ იმ ტერიტორიიდან გაიყვანა თავდაპირველი აქციის, ანუ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" მონაწილეები. გარკვეული დროის განმავლობაში პოლიცია ცდილობდა კონტრაქციის მონაწილეების შეკავებას მოსწავლე ახალგაზრდობის შენობასთან, მათ პირადად მიმართა შსს მინისტრმა, გიორგი გახარიამ - თუმცა შემდეგ მათ პარლამენტის შენობასთან გადმოინაცვლეს და აცხადებენ, რომ მიესალმებიან ტერიტორიის თავდაპირველი აქციის მონაწილეთაგან დაცლას. აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის"მონაწილეები სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG