Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ კრახად აფასებს თბილისში განვითარებულ მოვლენებს


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება“ - ამის შესახებ 14 მაისს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ მარგველაშვილს შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „კვლევების როლი დეზინფორმაციასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში.“ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, შეცდომები დაიწყო პოლიციის რეიდით, თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გაგრძელდა. „რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირების ზენიტამდე, დღემდე კითხვის ნიშნად რჩება და ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები, რანაირად შეიძლება, რომ რამდენიმე საათში ქვეყნის დედაქალაქის ცენტრი კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდა“ - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. მისი თქმით, მიზანი იყო და რჩება ერთდროულად შენარჩუნდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და წესრიგი, როგორც დედაქალაქის ქუჩებში, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG