Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მარგველაშვილი: მე არ ვდუმვარ


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი არ ეთანხმება შეფასებას, რომ ორი დღეა დუმს თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების შესახებ. 14 მაისს, გიორგი მარგველაშვილს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „კვლევების როლი დეზინფორმაციასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში“ ჰკითხეს, ორდღიანი დუმილის შემდეგ როგორ აფასებს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებს. „მე არ ვდუმვარ. პირველივე წუთებიდან, რაც დაიწყო აქცია ჩემი წარმომადგენლები ფაქტიურად 24 საათიან რეჟიმში აკვირდებოდნენ აქციას, მათ შორის ეპიცენტრში და ნათლად უსვამდნენ ხაზს იმას, რომ მთავარი მიზანია არ მოხდეს სიტუაციის გართულება“ - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც 13 მაისს შეასრულეს თავისი მისია, რათა არ მომხდარიყო დაპირისპირება ორ აქციას შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG