Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენი თავისუფლებისათვის“ მონაწილეები შს მინისტრთან ტექნიკურ დეტალებს ათანხმებენ


შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ იურისტის, გიორგი მახარაძის ინფორმაციით, ტექნიკური ხასიათის შეხვედრა მიმდინარეობს შინაგან საქმეთა მინისტრთან. მახარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გიორგი გახარიასთან შეთანხმდება სამომავლო შეხვედრების გეგმა, გრაფიკი, მონაწილეები და განსახილველი საკითხები: „შეხვედრაზე შესულები არიან ბექა წიქარიშვილი, დათო სუბელიანი, გურო იმნაძე, სოფო ვერძეული, ტატო გეთია. ისინი, ამ ეტაპზე, მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს შეათანხმებენ. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, ვინ, როდის და რა მოთხოვნებით შეხვდება მინისტრს.“

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერებთან და აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც 13 მაისს, პარლამენტთან აქციაზე მივიდა, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერებს დახურულ კარს მიღმა ელაპარაკა, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებს მიმართა და ბოდიში მოუხადა. მისი დაპირებით, 14 მაისს გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განიხილება 12 მაისის ღამეს განვითარებული მოვლენების ყველა დეტალი და, თუკი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დამტკიცდება, „უფლება იქნება აღდგენილი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG