Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა თავი შეიკავა ბერა ივანიშვილის კლიპების შესაძლო გავლენის შეფასებისგან


გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. 2013 წლის 19 სექტემბერი
გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. 2013 წლის 19 სექტემბერი

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პირდაპირი პასუხი არ გასცა შეკითხვას, ვლინდება თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის სახელით. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „კვლევების როლი დეზინფორმაციასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში“ მარგველაშვილს ჰკითხეს, რას ფიქრობს მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ ბერა ივანიშვილის მიერ 13 მაისს გავრცელებულ ახალ კლიპზე, რომლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა, შინაგან საქმეთა მინისტრი კი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა. „ნება მომეცით, არ დავიწყო მუსიკალური ნაწარმოების შეფასება. მარტივად გეტყვით ორ მომენტს - პირველი, არაერთხელ გამისვამს ხაზი იმისთვის, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ბევრად უფრო ლიბერალური. მეორე - ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა ნარკომომხმარებელთა მიმართულებით, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით“ - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, „ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარიმართოს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან ორგანიზატორზე, შემომტანზე და ზემოთ.“ პრეზიდენტის განცხადებითვე, ნარკოტიკი რომ კატასტროფაა, ამას სჭირდება აღიარება ყოველგვარი პოლიტიზაციის გარეშე და კამპანია უნდა აწარმოონ „ხელოვნების წარმომადგენლებმა, იმ მუსკიკოსებმა, მხატვრებმა და სოციუმმა, რომელიც ლაპარაკობს თანამედროვე ენაზე.“ გიორგი მარგველაშვილის თქმით, გამოვლენ ინიციატივით, რომ კლუბური და ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლებს მიეცეს შესაძლებლობა აწარმოონ ანტინარკოტიკული კამპანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG