Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი უარყოფს, რომ აშშ-ის მიზანი ირანში ხელისუფლების შეცვლაა


ჯონ ბოლტონი
ჯონ ბოლტონი

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკაში არ შედის ირანში მმართველი რეჟიმის შეცვლა. ტელეკომპანია ABC-ისთან ინტერვიუში ბოლტონმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკის მიზანია, თეირანი არასდროს მიუახლოვდეს ბირთვული იარაღის შექმნას. პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნამდე ჯონ ბოლტონი მხარს უჭერდა ირანის ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციის გაძლიერებას, ამიტომ ამერიკული მედია დაინტერესდა, რატომ შეიცვალა მისი პოზიცია. „ბევრ რამეს ვამბობდი და ვწერდი იმ წლებში, როცა სრულიად დამოუკიდებელი ვიყავი“ - განუცხადა ტელეკომპანია CNN-ს ჯონ ბოლტონმა. ამერიკელი დიპლომატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ჯონ ბოლტონი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლად 2018 წლის მარტში დაინიშნა. პრეზიდენტმა ტრამპმა 8 მაისს გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს ირანთან 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას, რომელმაც ირანს ეკონომიკური სანქციები შეუმსუბუქა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. დონალდ ტრამპმა ხელშეკრულებას უწოდა თავისი არსით დეფექტური და განაცხადა, რომ სურს ირანისგან მომდინარე ბირთვულ საფრთხეს მოუძებნოს რეალური და გრძელვადიანი გადაწყვეტა. ირანთან შეთანხმების მონაწილეებად რჩებიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG