Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკება აშშ-ის მონაწილეობის გარეშე განახლდა


თურქეთის, რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ასტანაში
თურქეთის, რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ასტანაში

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაიწყო მოლაპარაკების ორდღიანი, მე-9 რაუნდი სირიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. მას პირველად არ ესწრება აშშ-ის დელეგაცია. შეხვედრაში მონაწილეობენ სირიის ხელისუფლების და შუამავალი რუსეთის, თურქეთის და ირანის წარმომადგენლები. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებას მოგვიანებით შეუერთდებიან სირიაში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სტაფან დე მისტურა და სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები. რუსეთი და ირანი სირიის პრეზიდენტ ასადის ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, თურქეთი და აშშ კი მეამბოხეთა დაჯგუფებების. სირიაში 2011 წელს დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, 330 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე მილიონი კი დევნილად იქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG