Accessibility links

იერუსალიმში იხსნება აშშ-ის საელჩო


აშშ-ის საელჩოს შენობა იერუსალიმში

დღეს იერუსალიმში ოფიციალურად გაიხსნება აშშ-ის საელჩო. ცერემონიას დაესწრებიან თეთრი სახლის და ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები. იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის გამო, ღაზის სექტორში გაიმართება პალესტინელების საპროტესტო აქციები. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა 2017 წლის დეკემბერში. ისრაელის მიერ ანექსირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმს პალესტინელები მიიჩნევენ მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG