Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ფაშინიანს: იმედი მაქვს, ორმხრივი ურთიერთობები ისევე სტაბილურად განვითარდება, როგორც აქამდე


სოჭში მიმდინარე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის, რომლის დროსაც პუტინმა ფაშინიანს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები "ისევე სტაბილურად განვითარდება, როგორც აქამდე იყო". ევრაზიის ეკონომიკური კავშირი აერთიანებს რუსეთს, სომხეთს, ბელორუსიას, ყაზახეთს და ყირგიზეთს. საბჭოს სხდომის ფარგლებში ფაშინიანი მოლაპარაკებას მართავს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. 8 მაისს, როცა ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, მან განაცხადა, რომ სომხეთი დარჩება რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG