Accessibility links

ნინო ლომჯარია: გუშინ დავინახე უფრო სერიოზული პრობლემა


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აქციის „ჩემი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ შეხვედრაზე დააყენა პრობლემა, რომელიც უკავშირდება 13 მაისს, თბილისის რუსთაველის გამზირზე აგრესიულად განწყობილი ჯგუფების გამოჩენას. რადიო თავისუფლების შეკითხვას, ღიად ფაშისტური ორგანიზაციების ქმედებებზე რეაგირების შესახებ, ლომჯარიამ უპასუხა, რომ გუშინ დაინახა უფრო სერიოზული პრობლემა, როცა ადამიანები ძალადობდნენ და ძალადობისკენ მოწოდებებით გამოდიოდნენ. „ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა. ქვეყანაში არიან აგრესიული ადამიანები“ - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ. 13 მაისს, პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის, „ჩემი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებთან დაპირისპირება სცადეს ნაციონალისტური ჯგუფების, მათ შორის „საქართველოს ეროვნული ერთობის“ და „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა. მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს პარლამენტთან მიახლოების შესაძლელობა. კონტრაქციის მონაწილეები აგრესიას გამოხატავდნენ არა მხოლოდ ძალადობისა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეების, არამედ პოლიციელების მიმართაც. სამართალდამცავებმა კონტრაქციის 19 მონაწილე დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG