Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ


საქართველოს 19-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა წარმატებით დაძლია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. ბულგარეთის ქალაქბურგასში 11-14 მაისს გამართულ შეჯიბრებაში საქართველოს გარდა მონაწილეობა მიიღეს ბულგარეთის, ჰოლანდიისა და გერმანიის ასაკობრივმა ნაკრებებმა.

გალაქტიონ ლაითაძის გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ეტაპი გერმანელებთან მოგებით გახსნა - 6:5. მეორე ტურში ჰოლანდიელებთან ფრეს დასჯერდა - 7:7, დასკვნით შეხვედრაში კი 11-ბურთიანი უპირატესობით (15:4) აჯობა ტურნირის მასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ ჰოლანდიისა და საქართველოს ნაკრებები, რომლებმაც 7-7 ქულა მოაგროვეს. ბურთების უკეთესი სხვაობა ჰოლანდიელებს აღმოაჩნდათ.

ევროპირველობა გაიმართება მინსკში, 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით. კონკურენციაში ჩაებმებიან: ხორვატია, სერბია, მონტენეგრო, რუსეთი, უნგრეთი, იტალია, ესპანეთი, ბელორუსია, ჰოლანდია, საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი და სლოვენია. რვა საუკეთესო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG