Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 12 მაისს დაკავებულ რვავე პირს. მათი ადვოკატები ითხოვდნენ აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოყენებას, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ „ბრალდებულთა მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების საპროცესო მიზნების მიღწევას. კერძოდ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 14 წლამდე, ხოლო ერთ მათგანს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება." სასამართლოს განჩინების თანახმად, „დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და საქმის გარემოებების სრულად გარკვევაში ხელის შეშლის საფრთხეები.“ ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულთა საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 ივლისს გაიმართება. ბრალდებულთა ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. სამართალდამცავებმა 8 პირი 12 მაისს დააკავეს. იმავე ღამით სპეცრაზმელები შევიდნენ კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში.“ ამას მოჰყვა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია პოლიციის მხრიდან ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG