Accessibility links

იერუსალიმში გაიხსნა აშშ-ის ახალი საელჩო


იერუსალიმში გაიხსნა აშშ-ის ახალი საელჩო. ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა და მისმა ქმარმა, თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა, ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2017 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას მოჰყვა პალესტინელთა მწვავე პროტესტი, რადგან ისინი აღმოსავლეთ იერუსალიმს მიიჩნევენ მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG