Accessibility links

რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში მართავენ შეხვედრას


რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერგეი ლავროვი და ჯავად ზარიფი შეთანხმდნენ, რომ "ახლო კონტაქტს" შეინარჩუნებენ ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე - რომელსაც ახლახან ვაშინგტონი გამოეთიშა. ლავროვმა და ზარიფმა 14 მაისს მოსკოვში გამართეს შეხვედრა. ეს იყო ზარიფის მეორე გაჩერება ტურნეში, რომლის ფარგლებშიც ის ჯერ პეკინში ჩავიდა. ჯარიფის ტურნეს მიზანია ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის შედეგებთან გამკლავება. 2015 წლის, საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებამ ირანს სანქციები მოუხსნა, მისი ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. ირანის და აშშ-ის გარდა, ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია - რომლებიც ვაშინგტონს თხოვდნენ დარჩენილიყო ხელმომწერად და აცხადებდნენ, რომ ეს ხელშეკრულება იყო საუკეთესო გზა საიმისოდ, რომ ირანს არ მოეპოვებინა ატომური იარაღი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG