Accessibility links

პრეზიდენტმა ტრამპმა ფაშინიანს მიულოცა სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს მიულოცა სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა. ინფორმაცია გაავრცელა სომხეთის საელჩომ აშშ-ში. პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობას ბევრ სფეროში, რომელიც ორივე მხარის ინტერესებშია, მათ შორის ვაჭრობის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. აშშ-ის პრეზიდენტის შეაფასებით, პროგრესი კორუფციასთან ბრძოლაში, პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება უზრუნველყოფს სომხეთის ნათელ მომავალს. სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად 8 მაისს აირჩია, რასაც წინ უძღოდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები "რესპუბლიკური პარტიის" მმართველობის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG