Accessibility links

პარლამენტმა შეათანხმა შს მინისტრის მოსმენის დღის წესრიგი


გიორგი გახარია

საქართველოს პარლამენტის ბიურომ განიხილა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის, გიორგი გახარიასგან 15 მაისს მიღებული მიმართვა პარლამენტის მიერ მისი მოსმენის შესახებ. ბიუროს სხდომაზე 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, მოსმენა ჩატარდება 18 მაისის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართვის საფუძველზე, მოსმენა გაიმართება სამ საკითხზე: 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგები, შსს-ში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და 2018 წლის 12 მაისს, კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG