Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გვატემალამაც აღიარა


იერუსალიმში გვატემალის საელჩოს გახსნის ცერემონია. 2018 წლის 16 მაისი
იერუსალიმში გვატემალის საელჩოს გახსნის ცერემონია. 2018 წლის 16 მაისი

16 მაისს, იერუსალიმში გაიხსნა გვატემალის ახალი საელჩო. ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და გვატემალის პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა. აშშ-ის შემდეგ გვატემალა მეორე ქვეყანაა, რომელმაც საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა.

იერუსალიმში აშშ-ის ახალი საელჩო 14 მაისს გაიხსნა, რასაც ღაზის სექტორში მოჰყვა პალესტინელთა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და მსხვერპლი. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელის არმიის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად დაიღუპა 60 ადამიანი. თავის მხრივ, ისრაელის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა არა მშვიდობიანი დემონსტრანტების, არამედ გასამხედროებული ორგანიზაციის, „ჰამასის“ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე გადასვალს ცდილობდნენ. პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს მიიჩნევენ მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად. აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას აკრიტიკებენ ვაშინგტონის მოკავშირეებიც, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG