Accessibility links

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნოვაკ ჯოკოვიჩთან ორ სეტში წააგო


ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსს მეორე წრიდან გამოეთიშა. მსოფლიოს რეიტინგსიაში 74-ე ადგილზე მყოფი 26 წლის ქართველი ჩოგბურთელი თანამედროვე ჩოგბურთის სუპერვარსკვლავს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს, დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა. პირველ სეტში ბასილაშვილმა მსოფლიოს რეიტინგის ყოფილ ლიდერს ოთხი გეიმი აუღო, მეორე სეტში კი მხოლოდ ორ ქულას დასჯერდა. ჯოკოვიჩთან შეხვედრამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელ ფილიპო ბალდის აჯობა - 6:4 4:6 6:4.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG