Accessibility links

ტრამპის ადვოკატები გამორიცხავენ პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენას


რუდოლფ ჯულიანი

სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა, რომელიც იძიებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას, თეთრ სახლს აცნობა, რომ დონალდ ტრამპს ბრალდებას ვერ წარუდგენენ - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, რუდოლფ ჯულიანიმ. მისი თქმით, ერთადერთი, რაც სპეციალური პროკურორის ოფისს შეუძლია, მოხსენების მომზადებაა. „ბრალს ვერ წაუყენებენ. მათ ეს აღიარეს გარკვეული კამათის შემდეგ“ - განაცხადა ჯულიანიმ. სპეციალური პროკურორის ოფისი რუდოლფ ჯულიანის განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. პოზიცია, რომ მოქმედი პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა შეუძლებელია, პრეზიდენტ ნიქსონის მმართველობის პერიოდიდან აქვს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს. CNN აღნიშნავს, რომ ეს ნორმა დადასტურებულია პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციის მიერაც და სასამართლოს გზით არასდროს გადახედილა. 16 მაისს, აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, რიჩარდ ბერიმ და კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, მარკ უორნერმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, 14 თვიანი მუშაობის შედეგად კომიტეტმა გაიზიარა სპეცსამსახურების დასკვნა, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საზიანოდ და რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ. რუსეთის ხელისუფლება არჩევნებში ჩარევას უარყოფს. კრემლთან რაიმე შეთქმულებას აბსურდს უწოდებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG