Accessibility links

ევროპა ლიგის თასს „ატლეტიკო“ დაეუფლა


უეფას ევროპა ლიგის ჩემპიონი მადრიდის „ატლეტიკო“ გახდა. ესპანელებმა 16 მაისს ლიონში გამართულ ფინალში „მარსელს“ მოუგეს - 3:0. ანგარიში გრიზმანმა გახსნა 21-ე წუთზე. მეორე ტაიმის დასაწყისში „ატლეტიკოს“ ფრანგმა ფორვარდმა მეორე გოლიც
გაიტანა. საბოლოო შედეგი კი 89-ე წუთზე გაბიმ დააფიქსირა.
უეფას 2017-2018 წლების სეზონი 26 მაისს დასრულდება, კიევში გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალით. ტიტულისთვის ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG