Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს სურს ხელი შეუშალოს დასავლეთ ბალკანეთზე რუსეთის გავლენის გაძლიერებას


დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი

17 მაისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერთა სამიტი. მსგავსი ფორმატის შეხვედრა პირველია ბოლო 15 წლის განმავლობაში. სამიტის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია ევროკავშირთან რეგიონის 6 ქვეყნის: სერბიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ჩერნოგორიის, კოსოვოს, მაკედონიის და ალბანეთის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირის ზრუნვის საგანია დასავლეთ ბალკანეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ადამიანური კავშირების განმტკიცება. ტუსკის თქმით, ევროკავშირმა ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები უნდა დაარწმუნოს, რომ ის რჩება საუკეთესო გეოსტრატეგიულ არჩევნად. სამიტის დაწყებამდე დონალდ ტუსკმა ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ყურადღებას ამახვილებს დასავლეთ ბალკანეთზე გავლენის მოსაპოვებლად ევროკავშირის და რუსეთის კონკურენციაზე. ტუსკი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირია ერთადერთი პარტნიორი, რომელიც გულწრფელად ზრუნავს რეგიონის სტაბილურობასა და აყვავებაზე, განსხვავებით რუსეთის გეოპოლიტიკური ჭადრაკისგან, სადაც ადამიანები პაიკები არიან. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირის წევრობა სურთ, რასაც მხარს არ უჭერს გაერთიანების სახელმწიფოთა ნაწილი. ამასთან, ევროკავშირის 5 ქვეყანა არ ცნობს სერბიისგან კოსოვოს დამოუკიდებლობას. მათ შორისაა ესპანეთი, რომლის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი სწორედ ამ მიზეზით არ დაესწრება სოფიაში დღევანდელ სამიტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG