Accessibility links

"ევრაზიული კავშირი" და ირანი შეთანხმდნენ თავისუფალი ვაჭრობის დაწყებაზე


ასტანა

„ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ წევრმა ქვეყნებმა და ირანმა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ხელი მოაწერეს დროებით შეთანხმებას, თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ. ყაზახეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლიდან დაწყებული მოლაპარაკების შედეგად მიღწეულია სამწლიანი შეთანხმება ზოგიერთ საქონელზე იმპორტის საბაჟო გადასახადის შემცირებაზე. გადასახადის შემცირება შეეხება სასურსათო და სხვა სახის პროდუქციას, მათ შორის საქონლის და ცხვრის ხორცს, მარცვლეულ კულტურებს და ფოლადის ნაწარმს. „ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“ და ირანი ასევე, შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ სრულმასშტაბიან თავისუფალ ვაჭრობაზე გადასვლის საკითხს. „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ წევრები არიან რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბელორუსია და სომხეთი

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG