Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაიწყო მსვლელობა "ოჯახის სიწმინდის დაცვის" აღსანიშნავად


მსვლელობა თბილისში, 2018 წლის 17 მაისი
მსვლელობა თბილისში, 2018 წლის 17 მაისი

თბილისში მსვლელობით აღნიშნავენ „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს.“ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მსვლელობა დაიწყო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით. 17 მაისი „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღედ“ რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა საქართველოს ეკლესიამ. მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2013 წლის 17 მაისის ძალადობრივი მოვლენები, როცა სასულიერო პირების ნაწილის ინიციატივით თბილისის ქუჩებში გამოსულმა პირებმა დაარბიეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მიმდინარე მშვიდობიანი აქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG