Accessibility links

Check In რუსთაველის გამზირზე - ლგბტ თემი ონლაინ პროტესტს გეგმავს


თბილისში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან
დაკავშირებული აქციის გაუქმების შემდეგ ლგბტ აქტივისტების
ერთმა ნაწილმა ონლაინაქცია დაგეგმა. „ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა“ სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი სახელწოდებით, „საქართველოს წმინდა პარლამენტი“ და მხარდამჭერებს მოუწოდა პროტესტის ნიშნად თავი მოინიშნონ (Check in) საქართველოს პარლამენტთან.


„ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარ ადამიანები და მათი
მხარდამჭერები, 19:00 საათზე, ონლაინ აქციას ვიწყებთ! თუკი
პარლამენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ
ონლაინ სივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან
მოვინიშნებით!“
- ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG