Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქის მოსაყდრე: ოჯახთან ბრძოლა ღმერთთან ბრძოლაა


მსვლელობა „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღის“ აღსანიშნავად. თბილისი, 2018 წლის 17 მაისი
მსვლელობა „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღის“ აღსანიშნავად. თბილისი, 2018 წლის 17 მაისი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, „როგორც არასდროს, ისე საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო და სულ უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა.“ ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ოჯახი არის არა უბრალოდ ინსტიტუტი, არამედ ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ღმერთმა შექმნა და ამიტომ, „ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა.“ ქადაგების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შეუერთდა სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობას „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღის“ აღსანიშნავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG